„ღია ცის შეთანხმება“ და რუსეთის მუქარა  

,,არ უნდა გქონდეთ იმედი, რომ ჩვენი მოთმინება უსასრულო იქნება” – მოსკოვის მორიგი მუქარის ადრესატი ისევ თბილისია.

კრემლი საქართველოს ხელისუფლებას ამჯერად საერთაშორისო ხელშეკრულების ჩაშლაში სდებს ბრალს და საქართველოს საჰაერო სივრცეში სადამკვირვებლო ფრენების აღდგენას ითხოვს. საუბარია „ღია ცის შეთანხმებაზე“, რომელიც ხელმომწერ ქვეყნებს ერთმანეთის ტერიტორიაზე საკონტროლო ფრენების უფლებას აძლევს. თუმცა რუსეთის მიერ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ ოფიციალურმა თბილისმა საკუთარი საჰაერო სივრცე რუსული სადაზვერვო თვითმფრინავებისთვის დაბლოკა.

რუსეთის მუქარის მიუხედავად, თბილისი გადაწყვეტილების გადახედვას არ აპირებს.