რეკომენდაციების შესრულება - შეფასებები

საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეხვედრებს შარლ მიშელთან და ოლაფ შოლცთან ქართულ პოლიტიკურ სპექტრში ეხმაურებიან.

ოპოზიციის ნაწილის თქმით, მსგავსი შეხვედრები „ქართული ოცნებისთვის“ შეხსენებაა, რომ კანდიდატის სტატუსის მიღებაზე პასუხისმგებლობა მათ ეკისრებათ. გარდა ამისა, ხელისუფლების ოპონენტები აღნიშნავენ, რომ მმართველი პარტიისგან 12 პუნქტის შესრულების მიმართულებით პროგრესს ვერ ხედავენ. მმართველ გუნდში კი აღნიშნავენ, რომ საქართველოს ხელისუფლება ქართველ ხალხთან ერთად ყველაფერს აკეთებს, რომ წლის ბოლოს ქვეყანამ მოიპოვოს კანდიდატის სტატუსი.