გერმანიის ბუნდესტაგის დელეგაცია თბილისში შეხვედრებს მართავს. დისკუსია უკვე გაიმართა პარლამენტის თავმჯდომარესთან. განხილვის მთავარი თემა ევრორეკომენდაციების შესრულება იყო. შეხვედრა გაიმართა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარესთანაც. ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაფართოებასა და თანამშრომლობაზე, რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის ფონზე, საუბარი შეეხო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხთა შეთანხმებასა და რეგიონში ომით გამოწვეულ შედეგებზე.
ევროკავშირის საკითხთა კომიტეტის დელეგაციის სამუშაო ვიზიტი თბილისში ხუთ მაისამდე გაგრძელდება.