საქართველოს ევროპული პერსპექტივა - ელჩების გამოხმაურება

დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ევრორეკომენდაციების შესრულების გეგმას და საქართველოს ევროპერსპექტივას დადებითად აფასებენ. საქართველოში ევროკავშირის ელჩი განმარტავს, რომ პროცესები ახლა სრულად ქართული პოლიტიკური სპექტრის ხელშია, ამიტომ მისივე თქმით, სწორედ მათ გადაწყვეტილებებზე იქნება დამოკიდებული, შესრულდება თუ არა ცხრა რეკომენდაცია და გადავა თუ არა საქართველო ახალ, მოლაპარაკებების გახსნის ეტაპზე. რეფორმების სწორად განხორციელების მნიშვნელობაზე საუბრობენ გერმანიისა და საფრანგეთის ელჩებიც.