ჟვანიას ქუჩის ფერდობებზე სამშენებლო სამუშაოები კატეგორიულად დაუშვებელია,- ასეთია იმ კვლევის შედეგი, რომელიც სადავო სამშენებლო ზონაში მერიის დაკვეთით ჩატარდა.
დასკვნის მიხედვით, ტერიტორიაზე მეწყერსაშიში პროცესების გააქტიურებაა მოსალოდნელი. ამიტომ, მითითებულ ზონაში ახალი სამშენებლო ნებართვები აღარ გაიცემა.
რაც შეეხება იმ ობიექტებს, რომელთა მშენებლობა, მოსახლეობის პროტესტის მიუხედავად, უკვე წლებია მიმდინარეობს, უსაფრთხოების მიზნით და რისკების მინიმუმამდე დასაყვანად სამშენებლო კომპანიებს მთელი რიგი გამკაცრებული რეგულაციების დაცვა მოუწევთ.