ვითარება ითხვისში - არასამთავრობო ორგანიზაციების ანგარიში

4~ოთხი არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს გარემოს ეროვნულ სააგენტოს ჭიათურის სოფელ ითხვისში ჩატარებული გეოლოგიური კვლევის პირველადი შედეგის გასაჯაროებას სთხოვს.

„სოციალური სამართლიანობის ცენტრი“, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, „მწვანე ალტერნატივა“, „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა / დედამიწის მეგობრები“ – ამ ორგანიზაციების წევრების განცხადებით, დასკვნის შინაარსი სააგენტომ არ გაახმაურა, თუმცა მისი გავრცელება არაოფიციალურად მაინც მოხდა და შინაარსი საგანგაშოა. ორგანიზაციების წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ სოფელ ითხვისში განვითარებული გეოლოგიური პროცესი, რომელმაც ადგილობრივების 30 საცხოვრებელი სახლი მნიშვნელოვნად დააზიანა, კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ მიერ მადნის მოპოვების სამუშაოების ბრალია, გარემოს დაცვის სააგენტოს ექსპერტიზას კი აქვს მცდელობა, მომხდარი სრულად მიაწეროს ბუნებრივ პროცესებს. სამოქალაქო საზოგადოების წევრები ვითარების შესასწავლად მრავალპროფილური კომისიის შექმნას მოითხოვენ.