გენერალ გიორგი კვინიტაძის ნეშტი საფრანგეთიდან სამშობლოში გადმოასვენეს. სპეცრეისს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ხელისუფლების წარმომადგენლები და გენერლის ოჯახის წევრები დახვდნენ. ეროვნული გმირის ნეშტს 26 მაისს მთაწმინდის პანთეონში დაკრძალავენ. მანამდე კი სამების საკათედრო ტაძარში სამოქალაქო პანაშვიდები გაიმართება.
გენო ოსიყმაშვილია პირდაპირ ეთერში – არის თუ არა უკვე შესაძლებელი, რომ მოქალაქეებმა პატივი მიაგონ გენერალს, დაიწყო თუ არა სამოქალაქო პანაშვიდი.