პრევენციული ზომების მიუხედავად, ოჯახური დანაშაულის მაჩვენებელი ყოველ წელს იზრდება.
სტატისტიკა აჩვენებს, რომ ძალადობრივ ფაქტებთან ერთად მიმართვიანობის მაჩვენებელიც იმატებს, თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში შემაკავებელი ორდერი მოძალადეზე გავლენას მაინც ვერ ახდენს.
როგორ უნდა იყოს ოჯახში ძალადობა თავიდან აცილებული და მსხვერპლი მოძალადისგან დაცული: თბილისში მომხდარმა ბოლო შემზარავმა მკვლელობამ პარლამენტის გენდერული საბჭოს სხდომის დღის წესრიგი შეცვალა. შემაშფოთებელი სტატისტიკის გამო პარლამენტი და შინაგან საქმეთა სამინისტრო პრევენციული ღონისძიებების გამკაცრებაზე ფიქრობენ.