„1000 მშობლის მარში“ - აქცია 8 მარტს გაიმართება

ხვალ, 8 მარტს საქართველოს 10 ქალაქში საპროტესტო მსვლელობა „1000 მშობლის მარში“  მოეწყობა. აქცია ნაწილია იმ 100-დღიანი კამპანიისა, რომელიც უპირისპირდება ქალთა მიმართ სქესობრივ ძალადობას. აქციის მონაწილეები ბათუმში ვარდების სკვერში შეიკრიბებიან. კამპანია ქობულეთში 14 წლის მოზარდის, ნინი ცეცხლაძის ტრაგიკულ საქმეს უკავშირდება, რომელმაც თავი მას შემდეგ მოიკლა, რაც მასზე 23 წლის კაცმა სექსუალურად იძალადა. აქციის ძირითადი მოთხოვნებია, შეიცვალოს სისხლის სამართლის კოდექსში გაუპატიურების მუხლი, შეიქმნას პროკურატურაში სპეციალიზებული დეპარტამენტი, გახდეს სქესობრივი განათლება ფორმალური განათლების ნაწილი, გაიზარდოს ფსიქოლოგებისა და სოციალური მუშაკების რაოდენობა;

დადგეს დაღუპული გოგონას საქმის პროკურორის პასუხისმგებლობის საკითხი სამსახურებრივი გულგრილობის გამო.

მოამბე

დატოვე კომენტარი