შეხვედრა ოჯახში ძალადობის მსხვერპლ ქალებთან

პროკურატურის წარმომადგენლები, ფემიციდის წინააღმდეგ ბრძოლის კამპანიის ფარგლებში, ოჯახში ძალადობის მსხვერპლ ქალებს შეხვდნენ. ისაუბრეს მათი უფლებებისა და გენდერული თანასწორობის საკითხებზე. დარიგდა საინფორმაციო ბუკლეტებიც.

შეხვედრაზე პროკურატურის წარმომადგენლებმა ბენეფიციარების პირადი ისტორიებიც მოისმინეს და მათ მიერ დასმულ კითხვებსაც უპასუხეს. კამპანიის მიზანი ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და ფემიციდის დანაშაულების პრევენციაა.