საქართველოში ინტერპოლის ეროვნულმა ცენტრალურმა ბიურომ ინტერპოლის „გეიგერის“ სამუშაო ჯგუფის პირველ შეხვედრას უმასპინძლა.
ღონისძიება ინტერპოლის გენერალური სამდივნოს ინიციატივითა და მხარდაჭერით გაიმართა. „გეიგერის“ სამუშაო ჯგუფი ინტერპოლის წევრი ქვეყნებისგან შედგება და მისი მიზანი იმ მეთოდოლოგიის გამოყენებაა, რომლის საშუალებითაც შესაძლებელი იქნება ინფორმაციის გაზიარება ბირთვული ან რადიაქტიური ნივთიერებების კონტრაბანდული გასაღების ხელშეწყობაში მხილებული ან ეჭვმიტანილი პირების შესახებ.
მხარეები შეთანხმდნენ, რომ მომდევნო სამუშაო შეხვედრებზე განხილული იქნება მონაცემთა გაცვლისა და ინფორმაციის გაზიარების, ასევე, ანალიტიკური ანგარიშების მომზადების საკითხები. შეხვედრის მონაწილეები გაეცნენ „გეიგერის“ მონაცემთა ბაზას, რომელიც ინტერპოლის ანალიტიკურ ბაზას წარმოადგენს და მუდმივად განახლებადია.