ბრიფინგი პროკურატურაში

საქართველოს პროკურატურამ 2012 წლამდე პერიოდში, პატიმრის მიმართ ჯგუფურად ჩადენილი დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ბრალდებით, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულების ყოფილი დირექტორი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა. პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდებული ინტერპოლით იძებნება. უწყების ცნობით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, საქმეზე „ალექსანდრე მანუკიანი საქართველოს წინააღმდეგ“ ევროპული კონვენციის მესამე მუხლის დარღვევა დაადგინა, სახელმწიფომ კი საქმეზე ეფექტიანი გამოძიების ჩატარების ვალდებულება აიღო.

უფრო კონკრეტულად, რა დაადგინა გამოძიებამ, – ბრალდების დეტალებს გიორგი კობერიძე გაგვაცნობს.