ბიზნესსექტორის დიდი ნაწილი ფინანსთა სამინისტროს გადაწყვეტილებას აპროტესტებს. მსხვილი კომპანიები უწყებისგან განმარტებებს ითხოვენ და აინტერესებთ, რატომ გაუქმდა ე.წ. ოქროს სიით გათვალისწინებული შეღავათი. ეს შეღავათი 200-ზე მეტ მსხვილ კომპანიას საშულებას აძლევდა, რომ აქციზური საქონლის იმპორტის გადასახდელი 30 დღის ვადაში გადაეხადა. ახლა კი ვადა ხუთ დღემდეა შემცირებული.
კითხვები აქვს ბიზნესომბუდსმენსაც, რომელიც სამინისტროს ბიზნესთან კომუნიკაციის პრობლემაზე მიუთითებს. მაჭავარიანის უწყება მიზეზად კონკურენტუნარიანობის ზრდას და ყველა კომპანიის თანაბარ პირობებში ჩაყენებას ასახელებს, თუმცა ეს არგუმენტი გაუგებარია მსხვილი კომპანიების დიდი ნაწილისთვის, რომლებიც მოსალოდნელ ფინანსურ ზარალზე საუბრობენ და კონსულტაციების გამართვამდე გადაწყვეტილების შეჩერებას ითხოვენ.