ქართველი მეზღვაურის ბურუსით მოცული საქმე.
ლიბიაში გაუჩინარებული დავით რაზმაძე რამდენიმედღიანი ძებნის შემდეგ გარდაცვლილი იპოვეს.
საქართველოს მოქალაქე მარშალის დროშის ქვეშ მცურავ გემზე მუშაობდა. გარდაცვალების მიზეზი ექსპერტიზის შემდეგ უნდა გახდეს ცნობილი.
მეზღვაურის კვალი გემის ლიბიის ნავსადგურში გაჩერების შემდეგ დაიკარგა. მისი ცხედარი ნავმისადგომთან იპოვეს.