ატლანტის ოკეანეში გაუჩინარებული არგენტინული წყალქვეშა ნავის ეკიპაჟის ახლობლებმა დღეს ოჯახის წევრების გადარჩენის იმედი დაკარგეს. არგენტინის სამხედრო-საზღვაო ძალებმა ოპერაციის სამაშველო ნაწილის უშედეგოდ დასრულების შესახებ განაცხადეს, რაც იმას ნიშნავს, რომ წყალქვეშა ნავის ეკიპაჟის 44 წევრი გარდაცვლილად გამოცხადდა. დღეიდან ატლანტის ოკეანეში მხოლოდ სამძებრო ოპერაცია გაგარძელდება.