ვითარება ბეირუთში

 ბოლო მონაცემებით, ბეირუთში მასშტაბური აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 137-მდე გაიზარდა. ათეულობით მოქალაქის ძებნა ამ დრომდე გრძელდება. 300 000 ადამიანი უსახლკაროდაა დარჩენილი. მოსახლეობა მომხდარზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს.

მოქალაქეები მთავრობის წევრებს სამსახურებრივ გულგრილობასა და კორუფციაში ადანაშაულებენ. „ამნესტი ინტერნეიშენალი“ და „ჰიუმან რაითს ვოჩი“ მომხდარის მიზეზების დასადგენად დამოუკიდებელი გამოძიების ჩატარებას ითხოვენ. წინასწარი ვერსიით, ასაფეთქებელი ნივთიერებების საწყობში, რომელიც პორტის ტერიტორიაზე იყო განთავსებული, უსაფრთხოების ნორმები დაირღვა.