თიანეთში აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს

დაბა თიანეთში აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს. სპეციალურად ამ დღისთვის მოეწყო ცხენებით შეჯიბრი, რომელსაც ტრადიციულად გარდაცვლილთა ხსოვნას უძღვნიდნენ. დოღში რეგიონებიდან ჩამოსული სტუმრებიც მონაწილეობდნენ, გამარჯვებულები კი ფულადი პრიზებით დაჯილდოვდნენ. ღონისძიება ხევსურული ლუდის ხარშვის ცერემონიით დასრულდა, რომელსაც უცხოელი სტუმრებიც ესწრებოდნენ.