თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა

თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 22-მდე გაიზარდა, – ამის შესახებ თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისივე ინფორმაციით, მაშველებმა ნანგრევებიდან 39 ადამიანის გადარჩენა მოახერხეს.

თურქეთში ძლიერი მიწისძვრა გუშინ საღამოს მოხდა. ეპიცენტრი ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში, ელაზიღის პროვინციაში დაფიქსირდა. მიწისძვრის სიმძლავრე 6,8 მაგნიტუდა იყო, რასაც ათეულობით განმეორებითი ბიძგი მოჰყვა.

თურქეთის ხელისუფლების ცნობით, მიწისძვრის შედეგად დაინგრა 30 სახლი, დაზიანდა ათობით შენობა. ბიძგები ეპიცენტრის მეზობელ პროვინციებში, ასევე სირიასა და საქართველოშიც იგრძნობოდა.