გატაცება საოკუპაციო ზოლთან

ოკუპანტების მორიგი პროვოკაცია. უკანონოდ დააკავეს საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე. შემთხვევა დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ოძისის მიმდებარედ მოხდა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, ინფორმირებული არიან საერთაშორისო პარტნიორები, სადამკვირვებლო მისია, ასევე ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეები. ამოქმედებულია ევროკავშირის ცხელი ხაზი.