უკანონოდ დაკავებულები გათავისუფლდნენ

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეები თავისუფლები არიან. თამაზ ფსიტიძე და ზურაბ პეტრიაშვილი რუსმა სამხედროებმა გუშინ იმ დროს გაიტაცეს, როდესაც ისინი პირუტყვს მწყემსავდნენ. მათი დაკავებიდან მალევე ამოქმედდა ცხელი ხაზი და ინფორმაცია მიეწოდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას. უკანონოდ დაკავებულები ამ დროისთვის უკვე ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებიან.