უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი, გენერალური პროკურორი შალვა თადუმაძე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების შეკითხვებს პასუხობს. რა არის მოტივაცია და რატომ უნდა შეაჩეროს მასზე არჩევანი საბჭომ? – ეს არის კითხვები, რომელიც ამ დრომდე დაისვა. გარდა ამისა, საბჭოს წევრები დაინტერესდნენ თადუმაძის რეკომენდატორებითაც. როგორია თადუმაძის პასუხები და როგორ ხსნის, რომ მისი სამივე რეკომენდატორი – ირაკლი სესიაშვილი კობა კობალაძე და მაია ცქიტიშვილი, მმართველი გუნდის წევრები არიან.