იუსტიციის უმაღლეს საბჭოში საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისთვის წარსადგენი კანდიდატების მოსმენა გრძელდება. საბჭო მოსამართლეობის ორ კანდიდატს პაატა სილაგაძეს და კახა სოფრომაძეს მოუსმენს. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრების კითხვები სასამართლოსთან და მათ საქმიანობასთან არის დაკავშირებული, ხოლო საბჭოს არამოსამართლე წევრის, ნაზი ჯანეზაშვილის განცხადებით, მისი კითხვები კვლავ შეეხება სასამართლოს დამოუკიდებლობას და კანდიდატების წარსულ პრაქტიკას. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობისთვის სულ 50 კანდიდატია რეგისტრირებული, საიდანაც საბჭოს წევრებმა ცხრა უნდა შეარჩიონ და მათი სია დასამტკიცებლად პარლამენტს წარუდგინონ.