იუსტიციის საბჭოს ახალი წევრები - პოლიტიკური შეფასებები

მოსამართლეთა კონფერენციაზე გამართული ბოლო არჩევნები მწვავე პოლიტიკური ვნებათაღელვის და უთანხმოების მიზეზი ხდება.

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლე წევრებად ლევან მურუსიძის და დიმიტრი გვრიტიშვილის არჩევამ პოლიტიკურ სპექტრში და მესამე სექტორში საკმაოდ დიდი რეზონანსი გამოიწვია. წინა ხელისუფლების დროს არაერთი გახმაურებული საქმის მოსამართლე მურუსიძე, ისევე როგორც გვრიტიშვილი, ერთხელ უკვე იყვნენ საბჭოს წევრები. ოპოზიცია გადაწყვეტილებას ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულებაზე უარის ოფიციალურად გაფორმებად და სასამართლო სისტემაში ე.წ. კლანის არსებობის დადასტურებად აფასებს. ხელისუფლების ოპონენტები საერთაშორისო პარტნიორებს დაუყოვნებლივი რეაგირებისკენ მოუწოდებენ და „ქართულ ოცნებას“ მიშელის შეთანხმების და ევროკომისიის იმ პუნქტებზე მიუთითებენ, რომლებიც სწორედ იუსტიციის საბჭოს რეფორმირებას ეხება.

მმართველი გუნდი არც ერთ პრეტენზიას არ იღებს.