სახალხო დამცველის კანდიდატების შეფასება

„მოქალაქეებმა სახალხო დამცველის პოსტზე ასარჩევად პარლამენტს 19-ვე კანდიდატურა წარუდგინეს. საკანონმდებლო ორგანოში ომბუდსმენის შესარჩევად მოსმენები რამდენიმე დღეში დაიწყება. „ლელო“, „სტრატეგია აღმაშენებელი“ და „ნაციონალური მოძრაობა“ მხარს ანა აბაშიძის, ნაზი ჯანეზაშვილისა და გიორგი ბურჯანაძის კანდიდატურებს უჭერენ.

სახალხო დამცველის არჩევას 90 დეპუტატის ხმა სჭირდება, შესაბამისად, ომბუდსმენობის კანდიდატი უმრავლესობამ და ოპოზიციამ ერთად უნდა აირჩიონ.