ბრიფინგი ორგანიზაცია „სასამართლოს გუშაგში“

გუშინ პარლამენტის მიერ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახალი წევრების არჩევასთან დაკავშირებით, ბრიფინგი გამართა „სასამართლოს გუშაგის“ დირექტორმა. ნაზი ჯანეზაშვილი თქმით, 2024 წლის ივლისში, სალომე ზურაბიშვილის მიერ 2020 წელს უმაღლეს საბჭოში დანიშნულ კანდიდატს უფლებამოსილების ვადა ეწურება, შესაბამისად, მისი ვარაუდით, მმართველ პარტიას შეეშინდა, რომ პრეზიდენტი ხელისუფლებისთვის სასურველ კანდიდატს აღარ წარადგენდა და ამიტომ „ქართულმა ოცნებამ“ ხელსაყრელი მომენტი შეარჩია და პოზიციები განიმტკიცა იმისთვის, რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ახალი წევრების მეშვეობით ძველებურად განაგრძობს მუშაობა. რაც შეეხება იმ ოპოზიციონერ დეპუტატებს, რომლებმაც გუშინ ახალი წევრების დანიშვნას მხარი დაუჭირეს, ჯანეზაშვილი ვერ ხვდება აცნობიერებენ თუ არა ისინი მათი გადაწყვეტილების შედეგებს.