ტრენინგი იუსტიციის სასწავლო ცენტრში

იუსტიციის სასწავლო ცენტრის სააკაძის სასწავლო ბაზაზე პირველი ტრენინგ-კურსი ჩატარდა. სწავლებაში მონაწილეობა პენიტენციური სისტემის თანამშრომლებმა მიიღეს.

მიზანია სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეთა ცნობიერების ამაღლება და ზოგადი ინფორმაციის მიწოდება სამსახურის საქმიანობის მარეგულირებელი სამართლებრივი აქტების, ეთიკის სტანდარტებისა და პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის პირობების შესახებ.

ტრენინგის ინიციატორების ინფორმაციით, სააკაძის სასწავლო ბაზა რეგიონის მასშტაბით უნიკალურია. მოწყობილია სასროლეთი, ავტოდრომი, აუდიტორიები, სპორტული მოედნები და სასწავლო ციხის საკნები. ცენტრი ემსახურება სპეციალური პენიტენციური სამსახურის პრობაციის ეროვნული სააგენტოს, აღსრულების ეროვნული ბიუროსა და გენერალური ინსპექციის თანამშრომლებს.