დედაქალაქში ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების ძირითადი წყაროები. საკითხზე თემატური მოკვლევის ანგარიში მოამზადა პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ აუცილებელია, სახელმწიფო უწყებებს შორის გაუმჯობესებული კოორდინაცია და საკითხისადმი ერთიანი ეროვნული მიდგომის ჩამოყალიბება.
დოკუმენტი აანალიზებს ჰაერის დაბინძურების ძირითად წყაროებს, აფასებს სამართლებრივი რეგულირების სისტემასა და ავლენს ახალი საკანონმდებლო ჩარჩოს შექმნის აუცილებლობას.