ცვლილებები „სივრცითი მოწყობის შესახებ“კოდექსში

2024 წლიდან, საქართველოში გაცემული ყველა სამშენებლო ნებართვა სავალდებულოდ გამწვანების პროექტს უნდა მოიცავდეს. პარლამენტი „სივრცითი მოწყობის შესახებ“ კოდექსში შესაბამის ცვლილებებს დღევანდელ პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით დაამტკიცებს. პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე განმარტავს, რომ თბილისში აღნიშნული პროექტი 2019 წლიდან მოქმედებს და დღეს უკვე სახეზეა ბევრი გამწვანებული ახალი საცხოვრებელი კომპლექსი და ობიექტები. მისი თქმით, ახალი ცვლილებები იმის საშუალებას იძლევა, რომ მთელი საქართველოს მასშტაბით, ქაოტური მშენებლობები დარეგულირდეს და სადაც შესაძლებელია გამწვანება მოეწყოს.