ჰაერის დაბინძურების მაჩვენებლები

როგორია ქვეყანაში ჰაერის ხარისხი. მონიტორინგის უახლეს შედეგებზე ისაუბრა სოფლის მეურნეობის სამინისტროს ატმოსფერული ჰაერის სამმართველოს ხელმძღვანელმა. მისი განმარტებით, დედაქალაქში მთავარი დამაბინძურებელი აზოტის დიოქსიდია, წვის პროდუქტი, რომლის უმთავრესი წყაროც ავტოტრანსპორტია. ნოე მეგრელიშვილი ამბობს, რომ ახალი რეგულაცია, რომლითაც ზაფხულიდან გზებზე გამონაბოლქვი გაკონტროლდება, მდგომარეობას საგრძნობლად გააუმჯობესებს.

შეგახსენებთ, რომ 2023 წლის ივნისიდან საქართველოში ტრანსპორტის ხილული გამონაბოლქვის კონტროლი დაიწყება. პირველ ეტაპზე ეს ინიციატივა დიდ ქალაქებს, კერძოდ თბილისს, რუსთავს, ქუთაისსა და ბათუმს მოიცავს.