კანონი „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“

ჰაერის დაბინძურებაზე სანქციები იზრდება და კონტროლი მკაცრდება.

პირველად მომზადდა კანონპროექტი, რომელიც გარემოსთვის მიყენებულ ზარალს დაადგენს და საწარმოებს დააჯარიმებს. საუბარია სოლიდურ ჯარიმებზე, რომელიც ზოგიერთ შემთხვევაში რამდენიმე ათეულ ათასს აღწევს. პროექტს დეპუტატებთან ერთად გარემოს დამცველებიც წერდნენ, განხილვის პროცესში მონაწილეობდნენ საწარმოების წარმომადგენლებიც, რომლებიც დოკუმენტის ზოგიერთ ჩანაწერს უკვე აპროტესტებენ. სანქციების გამკაცრების გარდა ქარხნების მფლობელები ვალდებულები არიან, რომ გარემოზე ზემოქმედების შიდა მონიტორინგის სისტემაც დაამონტაჟონ, რომელიც საკმაოდ ძვირადღირებულია. სტატისტიკა აჩვენებს, რომ ქალაქებში, სადაც მსხვილი საწარმოებია განთავსებული, ჰაერის დაბინძურების მაჩვენებლები ნორმას მკვეთრად აჭარბებს.

დატოვე კომენტარი