გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე, ძალადობის ბრალდებით დაკავებული პირების ადვოკატების ნაწილი, მცხეთის სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს. ერთ-ერთი დაკავებულის ადვოკატი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის ბრალეულობა საქმეში არ იკვეთება და სპორტსმენი გიგა ტატიაშვილი მხოლოდ მძღოლის ფუნქციას ასრულებდა.
დღეს თემაზე ბრიფინგი გამართეს როგორც დაკავებულის, ასევე საქმის დაზარალებულისა და მოწმის ადვოკატებმა.