ძალადობრივ დანაშაულში მხილება

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ოთხი სამართალდამცველი ძალადობრივ დანაშაულში ამხილა. უწყების ინფორმაციით, ამის მიზეზი აგვისტოში, თბილისსა და აჭარაში ჩატარებული გამოძიება გახდა. დანაშაულში მხილებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი გ.გ. რომელიც 2023 წლის 8 აგვისტოს, დუშეთის მუნიციპალიტეტში, ყოფით ნიადაგზე წარმოშობილი კონფლიქტისას ცეცხლსასროლი იარაღით, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მოქალაქეს. ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი ს.ა. რომელიც მეუღლეს სისტემატურად აყენებდა შეურაცხყოფას და ამცირებდა. მიმდინარე წლის აგვისტოში კი მეუღლეს მათი შვილის სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.