შშმ პირის მიმართ განხორციელებული ძალადობის საქმე

შშმ პირზე ფიზიკური ძალადობის საქმეზე წინასასამართლო სხდომა იმართება. ბრალდებული არიან პოლიციელები. მათთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შემდეგ, ეს პირველი სხდომაა. საუბარია, ისნის მეტროში 23 იანვარს მომხდარ ფაქტზე, რის გამოც არასრულწლოვან შშმ პირზე ძალადობის ბრალდებით ორი პატრულ-ინსპექტორი დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, ერთ-ერთმა პოლიციელმა, სმენადაქვეითებულ არასრულწლოვანზე იძალადა, რომელიც მეტროში ძმასთან და მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა. ბრალდებულებს ამ დრომდე პატიმრობა აქვთ შეფარდებული.