აქცია რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან

რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან კორონავირუსით გარდაცვლილი ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის ოჯახის წევრებმა და მეგობრებმა აქცია გამართეს. გარდაცვლილის მამა ექიმებისთვის უფლებამოსილების შეჩერებას და მათ პასუხისგებაში მიცემას ითხოვს. გაიოზ ჩარკვიანი აცხადებს, რომ გამოძიების დასრულებამდე ექთანი, რომელსაც პროკურატურამ ბრალი წარუდგინა, სამსახურიდან უნდა გათავისუფლდეს. გარდაცვლილი ფეხბურთელის მამა საქმეში არსებულ გადაცდომებზე საუბრობს, ექიმებს გულგრილობაში ადანაშაულებს და ჯანდაცვის მინისტრთან შეხვედრას ითხოვს.