გარბენი თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე

თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე, ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენლების მონაწილეობით თემატური გარბენი გაიმართა.

სპორტული ღონისძიება პროგრამის„იყავი აქტიური საქართველოში“ ფარგლებში ჩატარდა.

გარბენი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერითა და საქართველოს კორპორატიული სპორტის ფედერაციის ორგანიზებით მოეწყო.

თითქმის სამკილომეტრიანი მანძილი გიდებმა, სასტუმროების წარმომადგენლებმა და ტუროპერატორებმა დაფარეს.

გარბენის გამორჩეული მონაწილეები სპეციალური პრიზებით დაჯილდოვდნენ.