აქცია თბილისის მერიასთან

თბილისის ზღვასთან მდებარე მიწის ნაკვეთების მფლობელებმა დედაქალაქის მერიასთან აქცია გამართეს. აქციის მონაწილეები მერიისგან მათ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე მშენებლობის ნებართვას ითხოვენ. აქციის მონაწილეებს თბილისის მერიის ურბანული განვითარების სამსახურის ხელმძღვანელი შეხვდა და პრობლემის მოგვარებას დაპირდა.