მარათონი დაღუპული სამხედროების პატივსაცემად

18:48, 21.09.2019

მარათონი დაღუპული სამხედროების პატივსაცემად. საქართველოს თავდაცვის ძალების მეოთხე მექანიზებული ბრიგადის 41-ე ბატალიონის ინიციატივით, რუსთავში ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებსა და საერთაშორისო მისიებში დაღუპული ქართველი სამხედროების ხსოვნის პატივსაცემად, მარათონი გაიმართა.

გარბენში მონაწილეობა 41-ე ბატალიონის, სპეციალური ოპერაციების ძალების, მეხუთე საარტილერიო ბრიგადის, საბრძოლო საინჟინრო ბატალიონისა და სერჟანტთა მომზადების აკადემიის სამხედრო მოსამსახურეებმა მიიღეს. ექვსკილომეტრიან გარბენში 200-ზე მეტი სამხედრო იყო ჩართული. გამარჯვებული სამხედროები მედლებითა და საჩუქრებით დააჯილდოეს.

მსგავსი