საპროტესტო აქცია თბილისის ზღვაზე

თბილისის ზღვაზე მოქალაქეთა ჯგუფმა საპროტესტო აქცია გამართა. მათი მოთხოვნაა, დაუყოვნებლივ აღდგეს მშენებლობის ნებართვა მათ კუთვნილ მიწის ნაკვეთებზე და მერიამ შეასრულოს 8 ივლისს გაცემული დაპირება. აქციის მონაწილეების განცხადებით, მიწის ნაკვეთები რეესტრში აქვთ დაკანონებული, მაგრამ ლანდშაფტური ზონის სტატუსის ცვლილების გამო, ამ მშენებლობას ვერ იწყებენ. აქციის მონაწილეებს  თბილისის მერის მოადგილე შეხვდა.