„განათლებულ სერჟანტთა კორპუსის განვითარება“ – სერჟანტთა მე-3 მრავალეროვნული სამუშაო შეხვედრა.
მიზანი, პარტნიორი ქვეყნებისათვის სერჟანტთა განვითარების ჩარჩო-დოკუმენტის გაცნობა, სერჟანტთა საგანმანათლებლო პროგრამების თავსებადობის საკითხისა და სერჟანტთა განათლების ინიციატივების ეროვნულ დონეზე განხილვა და მათი ორმხრივ ფორმატში განხორციელებაა.
სტუმრებს სიტყვით თავდაცვის მინისტრმა მიმართა. სამუშაო შეხვედრას 15 ქვეყნის 50-მდე წარმომადგენელი ესწრება. მათ შორის ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების მთავარი სერჟანტები.