„განათლებულ სერჟანტთა კორპუსის განვითარება“ – სამუშაო შეხვედრა

12:25, 19.03.2019

„განათლებულ სერჟანტთა კორპუსის განვითარება“ – სერჟანტთა მე-3 მრავალეროვნული სამუშაო შეხვედრა.

მიზანი, პარტნიორი ქვეყნებისათვის სერჟანტთა განვითარების ჩარჩო-დოკუმენტის გაცნობა, სერჟანტთა საგანმანათლებლო პროგრამების თავსებადობის საკითხისა და სერჟანტთა განათლების ინიციატივების ეროვნულ დონეზე განხილვა და მათი ორმხრივ ფორმატში განხორციელებაა.

სტუმრებს სიტყვით თავდაცვის მინისტრმა მიმართა. სამუშაო შეხვედრას 15 ქვეყნის 50-მდე წარმომადგენელი ესწრება. მათ შორის ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების მთავარი სერჟანტები.

მსგავსი