დღეს პარლამენტში დეპუტატები განათლების მინისტრსაც ელოდებიან. მიხეილ ჩხენკელი საკანონმდებლო ორგანოში „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაიბარა. შეკითხვები ძირითადად ქვეყანაში რუსულენოვანი სკოლებისა და სექტორების მოსწავლეთა რაოდენობის ზრდას, ასევე სტატუსშეჩერებული სტუდენტებსა და განათლების სისტემაში არსებულ ხარვეზებს შეეხება.