განათლების მინისტრის მოსმენა პარლამენტში

მინისტრის საათის ფორმატში პარლამენტში განათლების მინისტრს მოუსმენენ. მიხეილ ჩხენკელი დეპუტატებს წლიურ ანგარიშს წარუდგენს, რის შემდეგაც კანონმდებლების შეკითხვებს უპასუხებს. მსჯელობის თემა იქნება ონლაინსწავლება, დეპუტატების ნაწილი ამბობს, რომ დისტანციური ფორმატი, არაპროდუქტიულია და მოსწავლეებს სათანადო განათლების მიღების საშუალება არ ეძლევათ. შეკითხვები უმაღლესი განათლების კუთხით არსებულ პრობლემებსაც შეეხება.