ეროვნული ასტროფიზიკური ობსერვატორიის ოფისის გახსნა

ევგენი ხარაძის საქართველოს ეროვნული ასტროფიზიკური ობსერვატორიის თბილისის ოფისი გახსნა. ასევე დაფუძნდა აკადემიკოს ჯუმბერ ლომინაძის სახელობის კაბინეტი, მოეწყო მეცნიერის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი ფოტოგამოფენა და ხელი მოეწერა თანამშრომლობის მემორანდუმს ობსერვატორიასა და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს შორის. ღონისძიებაზე სიტყვით განათლების მინისტრი, მიხეილ ჩხენკელი გამოვიდა.