ნერგები მტკვრის მარცხენა სანაპიროზე არსებულ შუა გამყოფ ზოლზე დარგეს.
ამ დროისთვის 180 ძირი სხვადასხვა სახეობის ხის დარგვა განხორციელდა. იგეგმება კიდევ 167 კვიდოსა და 50 ძირი ლეკის ხის დარგვა. მიმდინარე წლის ბოლომდე დედაქალაქის მასშტაბით 12000-მდე ხე და 8000-ზე მეტი ბუჩქი დაირგვება.
გამწვანების აქციაში მონაწილეობა თბილისის მერიის, საკრებულოსა და რაიონული გამგეობის წარმომადგენლებმა მიიღეს.