საქართველოს საპატრიარქოს ფონდის, „გაამწვანე საქართველოს“ ინიციატივით, მცხეთაში, წმინდა სამების საკათედრო ტაძრის ეზოში გამწვანების აქცია მოეწყო. მასში პარიზის ოლიმპიური და პარაოლიმპიური თამაშების მედალოსანი სპორტსმენები მონაწილეობდნენ. მათ წმინდა ტაძრის ეზოში ზეთისხილის ნერგები დარგეს. ღონისძიებაზე საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელობაც იმყოფებოდა.