გამწვანების აქცია რუსთავში

რუსთავის ცენტრალური პარკის ტერიტორიაზე გამწვანების აქცია გაიმართა, რომელიც პროექტის „ეკო რუსთავის“ ფარგლებში ჩატარდა. დაირგო 200-მდე სხვადასხვა ჯიშის ხე, მათ შორის მუხა და ცაცხვი. აქცია კავკასიის ავტოიმპორტის მხარდაჭერით გაიმართა. ასევე მადლობის სიგელები გადაეცათ რუსთავის პარკის თანამშრომლებს რუსთავში ეკოლოგიაზე ზრუნვისა და ქალაქის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის.