გამწვანების აქცია

კოსტავა-შარტავას რეაბილიტირებულ ქუჩებზე მოწყობილ გზა გამყოფებზე ხეების დარგვა მიმდინარეობს.

გამწვანების აქციაში მონაწილეობა თბილისის მერმა სპორტსმენებთან, სკოლის მოსწავლეებთან და ხელოვანებთან ერთად მიიღო.

გზაგამყოფ კუნძულებზე, რომელთა ფართობიც 2000 კვადრატული მეტრია, დაირგვება 4 სახეობის, 200 ძირი მერქნიანი მცენარე. ასევე, დაირგვება ბალახი. ტერიტორიაზე უკვე დამონტაჟებულია სარწყავი სისტემა.