დედაქალაქში გამწვანების აქცია გაიმართა

დედამიწის დღესთან დაკავშირებით, დედაქალაქში გამწვანების აქციაც გაიმართა. ღონისძიება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით შედგა.

300 არაგველის სახელობის სკვერში მინისტრის მოადგილემ ხეები მეტყევეებთან ერთად დარგო.

აქციის ფარგლებში, ურბანული გამწვანების სტანდარტის მიხედვით, ნეკერჩხლისა და მუხის ნერგები დაირგო. ნარგავების მოვლა-პატრონობას დედაქალაქის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური უზრუნველყოფს.