გუშინ, 51-ე სკოლის მოსწავლეებს შორის დაპირისპირება სიტყვიერი შელაპარაკებით დაიწყო და ჩხუბი არ უკავშირდება ვიდეოკლიპს, რომელიც სკოლის მოსწავლეებმა გადაიღეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
მე-11 კლასელებს შორის დაპირისპირებაზე გამოძიება ძალადობის მუხლით მიმდინარეობს. 51-ე სკოლის ორმა მოსწავლემ, მთაწმინდის პოლიციის განყოფილება რამდენიმე წუთის წინ დატოვა. გამოკითხვის დეტალებზე მათ მედიასთან არ უსაუბრიათ. მათთან ერთად მყოფი პირი კი ამბობს, რომ სკოლის მოსწავლეებს შორის, ადგილი ჰქონდა შეკამათებას და საქმეში ცივი იარაღი არ ფიგურირებს.