გამოფენა „საბჭოთა მეხსიერებიდან 9 აპრილამდე“

როგორ ცდილობდნენ ქართველი ხელოვანები საბჭოთა რეჟიმის მიერ დადგენილი შეზღუდვების დარღვევას და ეროვნული იდენტობის ფუნჯით ხაზგასმას – საქართველოს უახლესი ისტორია სხვადასხვა თაობის 11 მხატვრის ნამუშევრებით გაცოცხლდება. ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმში მოწყობილ გამოფენაზე იმ ტილოებს მოუყარეს თავი, რომლებიც საბჭოთა ცენზურის წინააღმდეგ მხატვრების პროტესტს და საბჭოთა იდეოლოგიის რღვევის პროცესს ასახავს.

გამოფენის მიზანია საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენოს საბჭოთა მმართველობის სიმძიმე და ის რეპრესიული ყოველდღიურობა, რომელში ცხოვრებაც ადამიანებს არც თუ ისე შორეულ წარსულში უწევდათ.

გამოფენა ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმში 10 აპრილიდან გაიხსნება.